Saturday, May 21, 2016

რა არის თავშესაფარი?

თუ შენ ხარ ძალადობის მსხვერპლი, უნდა იცოდე, რომ არსებობს უამრავი გზა იმისათვის, რომ დაგეხმარონ, გვერდში დაგიდგნენ და ხელი შეგიწყონ უკეთ გახდომაში. ამ გზებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თავშესაფარი. თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლთ- ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს სთავაზობს საცხოვრებლით უზრუნველყოფას, როცა მათ აღარ აქვთ ადგილი, სადაც შეძლებენ წასვლას.

  • რა არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი?ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არის ადგილი, სადაც ქალები, ბავშვები და მოხუცები იპოვნიან მშვიდი ცხოვრების დაწყების საშუალებას. თავშესაფარში ცხოვრება, ამავდროულად, შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო და გამოცდილების მომტანი, რადგან ბენეფიციარები ისწავლიან ისეთი ადამიანების გვერდით ცხოვრებას, რომლებსაც ესმით მათი, იზიარებენ მათ პრობლემებს. ეს გვერდში დგომა კი შეიძლება აღმოჩნდეს შვების მომგვრელი იმ გრძნობებისგან, რომელიც ძალიან ტანჯავდათ.

  • როგორია თავშესაფარი?
       თავშესაფარი განსხვავდება ადგილისა და ორგანიზაციების მიხედვით. თუმცა, როგორც წესი, ის მოიცავს შენობას ან შენობების ჯგუფს, რომელშიც განთავსებულია ოთახები ან სახლები, სადაც არის ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება. არის საზიარო სველი წერტილი და სამზარეულოები. ზოგ გამონაკლისში, მსხვერპლი შეიძლება დასახლდეს პირადად მისთვის გამოყოფილ სახლში. 

  • რამდენი ხნით შეუძლია ბენეფიციარს თავშესაფარში დარჩენა?
         დღესდღობით საქართველოში ფუნქციონირებს კრიზისული ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებს იფარებს: 10 დღე, 3-6 თვე, იშვიათ შემთხვევებში კი ერთი წელი ან წელიწადნახევარი. "სოლიდარობის სახლის" თავშესაფარი კი შესაძლებლობას აძლებს ბენეფიციარებს, იცხოვრონ დაცულ ზონაში იმდენი ხნით, რამდენიც დასჭირდებათ მათ რეაბილიტაციისთვისა და სოციუმში დაბრუნებისათვის.

  • ვინაა თავშესაფრისათვის შესაფერისი პირი?
         ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად სქესის, რასის, ეროვნების, მრწამსისა, ვინც იტანჯება ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფისაგან, შეუძლია თავშესაფართან დაკავშირება და დახმარების თხოვნა. თავშესაფარი გათვლილია ნებისმიერი სახის შემთხვევაზე და იღებს ქალებს, ბავშვებთან ერთად - რათა მათ ჰქონდეს ერთად ყოფნის საშუალება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარს აღარ აქვს ადგილი, გადამისამართდებით სხვა, დროებით თავშესაფარში. თავშესაფარში ნებისმიერი ისტორიის მქონე ძალადობის მსხვერპლს დაეხმარებიან.

  • თავშესაფრის მომსახურების საფასური:
          ბენეფიციარები, როგორც წესი, თავისუფლები არიან ნებისმიერი გადასახადისაგან. თავშესაფრები ფუნქციონირებს შემოწირულობებით. ცხადია, დასაფასებელი იქნება, თუ ბენეფიციარს ექნება საშუალება, რაიმე ფორმით წვლილი შეიტანოს თავშესაფრის განვითარებაში.

  • თავშესაფარში წასაღები აუცილებელი ნივთები:
        თუ შენ იღებ სასწრაფო გადაწყვეტილებას, რომ უნდა დატოვო სახლი და თავშესაფარში წახვიდე, რათქმაუნდა შეგიძლია ნებისმიერი ნივთის გარეშე წასვლა, თუმცა რეკომენდირებულია, რომ თან გქონდეს:

  1. პასპორტი (და ბავშვების დაბადების მოწმობები); 
  2. შენი დაბადების მოწმობა;
  3. საბანკო კარტები;
  4. მინიმუმ ერთი კვირის სამყოფი ტანსაცმელი შენთვისა და შენი შვილებისათვის.
  5. პირადი ჰიგიენის მოხმარების ნივთები;
  6. მობილური ტელეფონი, გამორთულ მდგომარეობაში. სასურველია მალევე შეიცვალოს ნომერი, რათა მოძალადისათვის შეუძლებელი გახდეს შენი ადგილსამყოფელის დადგენა.
  • რა სერვისს გთავაზობთ თავშესაფარი?
        განსხვავება, როგორც წესი, მომსახურებაშიცაა სხვადასხვა ორგანიზაციებში, თუმცა, მთავარი მიდგომა მაინც ყოველთვის მსგავსია.

  1. ბენეფიციარები იღებენ რჩევებს ფსიქოლოგის, ადვოკატისა და სოციალური მუშაკისაგან, რათა უკეთ გაიგონ მათი უფლებები და შეძლონ უფრო მყარად დაიცვან ისინი;
  2. ბენეფიციარებს, განსაკუთრებით ბავშვებს, ეხმარებათ ფსიქოლოგი რათა დროთა განმავლობაში განთავისუფლდნენ ტრამვისაგან.
  3. სამედიცინო დახმარებას იღებს თავშესაფარში მყოფი ყველა ბენეფიციარი.
  4. თავშესაფარი უზრუნველყოფს ბავშვებს ახალი სკოლითა და ზრუნავს მათ გონებრივ განვითარებაზე.
  5. თავშესაფარი ეხმარება ბენეფიციარებს სამუშაო ადგილების პოვნაში, რათა მათ, ნელ-ნელა, შეძლონ საზოგადოებაში დამოუკიდებელი, სრულყოფილი ადგილის დაკავება.
  • რამდენად უსაფრთხოა თავშესაფარი?
       მეტწილად, თავშესაფრების მისამართი კონფიდენციალურია. ყველა თანამშრომელს მოეთხოვება დაიცვას ეს კონფედენციალური ინფორმაცია. ამ საშუალებით ბენეფიციარები თავიდან აიცილებენ მოძალადის მხრიდან დევნას. 

  • როგორ ვიპოვოთ თავშესაფრები?
        არსებობს რამდენიმე გზა თავშესაფართა დასაკავშირებლად. შეიძლება ინფორმაცია მიიღო ექიმისაგან, სოციალური მუშაკისაგან. ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელით მისი ძიება საკვანძო სიტყვების დახმარებით, ესენია: "თავშესაფარი" "ძალადობა" "ძალადობისაგან თავდაცვა" "ადამიანის უფლებები" და სხვ.


Friday, May 6, 2016

სიკვდილზე გამარჯვება

   

ჯგუფში გაწევრიანებისათვის გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/groups/1190442134329136/

ანგარიშის ნომრები:

1) GE41LB0115140001702002 - ვალუტა EUR.

2) GE68LB0115140001702001 - ვალუტა USD.

3) GE95LB0115140001702000 - ვალუტა ლარი.



არასამთავრობო ორგანიზაციამ "სოლიდარობის სახლი" დაიწყო ფართომასშტაბიანი აქცია "სიკვდილზე გამარჯვება" ძალადობის წინააღმდეგ და ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.

    ძალადობა გლობალური სენია! ძალადობას არ აქვს ეროვნება, რელიგია, რასა, სამშობლო, ასაკი, სქესი! მსოფლიო პოლიტიკა გმობს ძალადობას, თუმცა, დღემდე, ომებითა და უდანაშაულო ადამიანების ხოცვით, წამებით სიკვდილის საშუალებით ამართლებს მიზანს. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, იქნება ეს ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური. ნებისმიერმა ზეწოლამ მსხვერპლზე შეიძლება გამოიწვიოს მისი ფსიქოლოგიური, მორალური, ემოციური და ფიზიკური დეგრადირება, იგი შეიძლება გახდეს სრულიად უუნარო და მეტიც, მასზე გამუდმებულმა ძალადობამ შეიძლება იგი ფატალურ შედეგამდეც კი მიიყვანოს. ჩვენი ვალია დავიცვათ მოქალაქეები მსგავსი პრობლემებისაგან და მივცეთ მათ საშუალება კვლავ შეძლონ საზოგადოებაში რეალიზება და ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება.

    "სოლიდარობის სახლის" აქციამ "სიკვდილზე გამარჯვება" უნდა დაანგრიოს ყველა სტერეოტიპი, რომელმაც ძალაუფლება გაუძლიერა მოძალადეს.

    აქციაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მის კაბინეტს, პარლამენტს, თვითმმართველობებს, სახელმწიფო ყველა უწყებას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას.

             აქცია პერმანენტულია!!!

    "სოლიდარობის სახლის" მიზანია აქცია "სიკვდილზე გამარჯვება" აქციოს სახალხო მოძრაობად, რომელიც მოახდენს თითოეული ადამიანის ლუსტრირებას. სურვილის შემთხვევაში, გასაჯაროებული იქნება გაწეული წვლილი ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. ამით ადამიანები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ძალადობის წინააღმდეგ და გამოხატავენ  ძალადობის აღმოფხვრისა და მსხვერპლის გაძლიერების სურვილს. 

              ეს იქნება რეფერენდუმი მშვიდობისათვის!!!    

    "სოლიდარობის სახლის" ფონდი შემოწირულობის ანგარიშს წარმოადგენს სოციალური ქსელის საშუალებით.

    "სიკვდილზე გამარჯვება" აქციის მიზანია, დავძლიოთ ჩვენში და ჩვენს გარშემო სისასტიკე და ძალადობა! გვსურს, რომ საზოგადოებამ, ჩვენთან ერთად, საკუთარ თავზეც აიღოს ძალადობის მსხვერპლთა გადარჩენის პასუხისმგებლობა. ფსიქო-მორალურად ტრამვირებულ მომავალ მოძალადე თაობას ვარჩიოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი მომავალი და მშვიდობა.

        დუმილი დანაშაულია!!! 

    "სოლიდარობის სახლის" ფონდის მიზანი და ამოცანები:

  • ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
  • ბენეფიციართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
  • ბენეფიციართა სოციალური რეაბილიტაცია.
  • ბენეფიციართა ადვოკატირებით უზრუნველყოფა.
  • ბენეფიციართა უზრუნველყოფა პროფესიული ტრეინინგებით.
  • ბენეფიციართა დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
  • ბენეფიციართა უზრუნველყოფა პირველადი სამედიცინო დახმარებით.
  • ბენეფიციართა დასაქმებაში ხელშეწყობა.
  • ბენეფიციართა უზრუნველყოფა თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით.
     დავეხმაროთ ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთ, სურვილისამებრ იმდენით, რამდენის საშუალებაც გვაქვს, რათა მათ შეძლონ მშვიდ, ჯანსაღ რეალობაში ცხოვრება.