Friday, May 6, 2016

სიკვდილზე გამარჯვება

   

ჯგუფში გაწევრიანებისათვის გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/groups/1190442134329136/

ანგარიშის ნომრები:

1) GE41LB0115140001702002 - ვალუტა EUR.

2) GE68LB0115140001702001 - ვალუტა USD.

3) GE95LB0115140001702000 - ვალუტა ლარი.



არასამთავრობო ორგანიზაციამ "სოლიდარობის სახლი" დაიწყო ფართომასშტაბიანი აქცია "სიკვდილზე გამარჯვება" ძალადობის წინააღმდეგ და ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.

    ძალადობა გლობალური სენია! ძალადობას არ აქვს ეროვნება, რელიგია, რასა, სამშობლო, ასაკი, სქესი! მსოფლიო პოლიტიკა გმობს ძალადობას, თუმცა, დღემდე, ომებითა და უდანაშაულო ადამიანების ხოცვით, წამებით სიკვდილის საშუალებით ამართლებს მიზანს. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, იქნება ეს ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური. ნებისმიერმა ზეწოლამ მსხვერპლზე შეიძლება გამოიწვიოს მისი ფსიქოლოგიური, მორალური, ემოციური და ფიზიკური დეგრადირება, იგი შეიძლება გახდეს სრულიად უუნარო და მეტიც, მასზე გამუდმებულმა ძალადობამ შეიძლება იგი ფატალურ შედეგამდეც კი მიიყვანოს. ჩვენი ვალია დავიცვათ მოქალაქეები მსგავსი პრობლემებისაგან და მივცეთ მათ საშუალება კვლავ შეძლონ საზოგადოებაში რეალიზება და ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება.

    "სოლიდარობის სახლის" აქციამ "სიკვდილზე გამარჯვება" უნდა დაანგრიოს ყველა სტერეოტიპი, რომელმაც ძალაუფლება გაუძლიერა მოძალადეს.

    აქციაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მის კაბინეტს, პარლამენტს, თვითმმართველობებს, სახელმწიფო ყველა უწყებას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას.

             აქცია პერმანენტულია!!!

    "სოლიდარობის სახლის" მიზანია აქცია "სიკვდილზე გამარჯვება" აქციოს სახალხო მოძრაობად, რომელიც მოახდენს თითოეული ადამიანის ლუსტრირებას. სურვილის შემთხვევაში, გასაჯაროებული იქნება გაწეული წვლილი ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. ამით ადამიანები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ძალადობის წინააღმდეგ და გამოხატავენ  ძალადობის აღმოფხვრისა და მსხვერპლის გაძლიერების სურვილს. 

              ეს იქნება რეფერენდუმი მშვიდობისათვის!!!    

    "სოლიდარობის სახლის" ფონდი შემოწირულობის ანგარიშს წარმოადგენს სოციალური ქსელის საშუალებით.

    "სიკვდილზე გამარჯვება" აქციის მიზანია, დავძლიოთ ჩვენში და ჩვენს გარშემო სისასტიკე და ძალადობა! გვსურს, რომ საზოგადოებამ, ჩვენთან ერთად, საკუთარ თავზეც აიღოს ძალადობის მსხვერპლთა გადარჩენის პასუხისმგებლობა. ფსიქო-მორალურად ტრამვირებულ მომავალ მოძალადე თაობას ვარჩიოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი მომავალი და მშვიდობა.

        დუმილი დანაშაულია!!! 

    "სოლიდარობის სახლის" ფონდის მიზანი და ამოცანები:

  • ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
  • ბენეფიციართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
  • ბენეფიციართა სოციალური რეაბილიტაცია.
  • ბენეფიციართა ადვოკატირებით უზრუნველყოფა.
  • ბენეფიციართა უზრუნველყოფა პროფესიული ტრეინინგებით.
  • ბენეფიციართა დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
  • ბენეფიციართა უზრუნველყოფა პირველადი სამედიცინო დახმარებით.
  • ბენეფიციართა დასაქმებაში ხელშეწყობა.
  • ბენეფიციართა უზრუნველყოფა თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით.
     დავეხმაროთ ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთ, სურვილისამებრ იმდენით, რამდენის საშუალებაც გვაქვს, რათა მათ შეძლონ მშვიდ, ჯანსაღ რეალობაში ცხოვრება.


No comments:

Post a Comment