Saturday, May 21, 2016
რა არის თავშესაფარი?
Friday, May 6, 2016
სიკვდილზე გამარჯვება
ჯგუფში გაწევრიანებისათვის გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/groups/1190442134329136/
ანგარიშის ნომრები:
1) GE41LB0115140001702002 - ვალუტა EUR.
2) GE68LB0115140001702001 - ვალუტა USD.
3) GE95LB0115140001702000 - ვალუტა ლარი.
ძალადობა გლობალური სენია! ძალადობას არ აქვს ეროვნება, რელიგია, რასა, სამშობლო, ასაკი, სქესი! მსოფლიო პოლიტიკა გმობს ძალადობას, თუმცა, დღემდე, ომებითა და უდანაშაულო ადამიანების ხოცვით, წამებით სიკვდილის საშუალებით ამართლებს მიზანს. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, იქნება ეს ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური. ნებისმიერმა ზეწოლამ მსხვერპლზე შეიძლება გამოიწვიოს მისი ფსიქოლოგიური, მორალური, ემოციური და ფიზიკური დეგრადირება, იგი შეიძლება გახდეს სრულიად უუნარო და მეტიც, მასზე გამუდმებულმა ძალადობამ შეიძლება იგი ფატალურ შედეგამდეც კი მიიყვანოს. ჩვენი ვალია დავიცვათ მოქალაქეები მსგავსი პრობლემებისაგან და მივცეთ მათ საშუალება კვლავ შეძლონ საზოგადოებაში რეალიზება და ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება.
"სოლიდარობის სახლის" აქციამ "სიკვდილზე გამარჯვება" უნდა დაანგრიოს ყველა სტერეოტიპი, რომელმაც ძალაუფლება გაუძლიერა მოძალადეს.
აქციაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მის კაბინეტს, პარლამენტს, თვითმმართველობებს, სახელმწიფო ყველა უწყებას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას.
აქცია პერმანენტულია!!!
"სოლიდარობის სახლის" მიზანია აქცია "სიკვდილზე გამარჯვება" აქციოს სახალხო მოძრაობად, რომელიც მოახდენს თითოეული ადამიანის ლუსტრირებას. სურვილის შემთხვევაში, გასაჯაროებული იქნება გაწეული წვლილი ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. ამით ადამიანები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ძალადობის წინააღმდეგ და გამოხატავენ ძალადობის აღმოფხვრისა და მსხვერპლის გაძლიერების სურვილს.
ეს იქნება რეფერენდუმი მშვიდობისათვის!!!
"სოლიდარობის სახლის" ფონდი შემოწირულობის ანგარიშს წარმოადგენს სოციალური ქსელის საშუალებით.
"სიკვდილზე გამარჯვება" აქციის მიზანია, დავძლიოთ ჩვენში და ჩვენს გარშემო სისასტიკე და ძალადობა! გვსურს, რომ საზოგადოებამ, ჩვენთან ერთად, საკუთარ თავზეც აიღოს ძალადობის მსხვერპლთა გადარჩენის პასუხისმგებლობა. ფსიქო-მორალურად ტრამვირებულ მომავალ მოძალადე თაობას ვარჩიოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი მომავალი და მშვიდობა.
დუმილი დანაშაულია!!!
"სოლიდარობის სახლის" ფონდის მიზანი და ამოცანები:
- ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
- ბენეფიციართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
- ბენეფიციართა სოციალური რეაბილიტაცია.
- ბენეფიციართა ადვოკატირებით უზრუნველყოფა.
- ბენეფიციართა უზრუნველყოფა პროფესიული ტრეინინგებით.
- ბენეფიციართა დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
- ბენეფიციართა უზრუნველყოფა პირველადი სამედიცინო დახმარებით.
- ბენეფიციართა დასაქმებაში ხელშეწყობა.
- ბენეფიციართა უზრუნველყოფა თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით.
დავეხმაროთ ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთ, სურვილისამებრ იმდენით, რამდენის საშუალებაც გვაქვს, რათა მათ შეძლონ მშვიდ, ჯანსაღ რეალობაში ცხოვრება.
Monday, April 25, 2016
როცა სხვისთვის ლაპარაკი რთულია, ჩვენი საქმეა რომ მოვუსმინოთ!!!
ვიდეო იხილეთ აქ : https://www.youtube.com/watch?v=5Z_zWIVRIWk
- მოგესალმებით, 911-ის ოპერატორი გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მინდა პიცა შეგიკვეთოთ.
- ქალბატონო, თქვენ 911-ს დაუკავშირდით.
- დიდი პიცა მინდა პეპერონით, თუ შეიძლება.
- მმმ.... ქალბატონო, ხვდებით რო 911-ში დარეკეთ, ხომ?
- ოოჰ, კარგით რა...
- ქალბატონო, ყველაფერი რიგზე გაქვთ? გჭირდებათ გადაუდებელი დახმარება თუ არა?
- დიახ!!!
- და არ შეგიძლიათ, რომ დამელაპარაკოთ?
- დიახ, დიახ!!!
- კარგით, ოთახშია ვინმე თქვენთან ერთად? უბრალოდ კი ან არა მიპასუხეთ.
- დიახ!
- კარგით, მყავს ოფიცერი თქვენს ტერიტორიაზე, ვინმეს ცივი იარაღი ხომ არ აქვს სახლში?
- არა.
- შეგიძლიათ ყურმილი არ დაკიდოთ?
- დიახ, კარგით, მადლობა პიცისთვის...
თუკი შენ...
- თუკი შენ გაქვს იმედი, რომ შენი მოძალადე პარტნიორი შეიცვლება:
ძალადობის ფაქტი სავარაუდოდ ისევ განმეორდება. მოძალადეებს აქვთ მძიმე ემოციური და ფსიქიკური პრობლემები. შეცვლა არ არის შეუძლებელი, თუმცა ეს არ ხდება სწრაფად და მარტივად. ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ ქცევაზე, გაივლის შესაბამისი მკურნალობის კურსს და შეწყვეტს შენს დადანაშაულებას თავის მძიმე წარსულში, სტრესში, სამსახურეობრივ საქმიანობაში, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაში ან თავის ხასიათში.
- თუკი გჯერა, რომ დაეხმარები მოძალადეს:
ბუნებრივია, რომ შენ გსურს პარტნიორის დახმარება. შენ შეიძლება ფიქრობ, რომ ხარ ერთადერთი, ვისაც მისი ესმის, ან რომ შენ ხარ ვალდებული საკუთარ თავზე აიღო მისი პრობლემების მოგვარება. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მოძალადესთან დარჩენით და მისი მხრიდან ძალადობის ფაქტების უპასუხოდ დატოვებით, ხელს უწყობ მის ძალადობრივ ქცევას. მოძალადის დახმარების ნაცვლად შენ ხელს უწყობ მდგომარეობის გაუარესებას.
- თუკი შენი პარტნიორი დაგპირდა, რომ აღარასდროს იძალადებს შენზე:
როდესაც მოძალადეები დგებიან ფაქტის წინაშე, ისინი ხშირად გთხოვენ, რომ მისცე კიდევ ერთი შანსი, გემუდარებიან, რომ აპატიო და გპირდებიან, რომ შეიცვლებიან, მაგრამ მათი ნამდვილი მიზანია დაგიმორჩილონ და გამყოფონ საკუთარი კონტროლის ქვეშ. მაგრამ, როგორც წესი, ისინი მალევე უბრუნდებიან ძალადობრივ ქცევას, რადგან აპატიე და აღარ ეშინიათ, რომ მიატოვებ.
- თუკი გეშინია რა მოხდება, თუ წახვალ:
შენ შეიძლება გეშინოდეს იმის თუ რას გააკეთებს შენი პარტნიორი, სად წახვალ, ან როგორ უზრუნველყოფ შენ თავს და შვილებს. მაგრამ ნუ შეგეშინდება და ნუ დარჩები საშიშ და არაჯანსაღ გარემოში, დაგვიკავშირდით ჩვენ!!!
Thursday, April 21, 2016
ოჯახური ძალადობა
შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად კანის ფერის, სქესის, ეროვნების, ასაკის, სოციალური სტატუსის ან განათლებისა, გახდეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი? დიახ!!!
გამოიყოფა ოჯახური ძალადობის ხუთი ტიპი: ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური, სექსუალური და ეკონომიკური. იშვიათია, როდესაც ადამიანი ხდება მხოლოდ ერთი ტიპის ძალადობის მსხვერპლი.
- ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება განიხილებოდეს მიზანმიმართულად ან ქვეცნობიერად ადამიანის წარმოდგენებისა და აზრების არევაში. მოძალადე აჩვენებს მეორე ადამიანს მზურვნელობას, იმას რომ იგი არის მგრძნობიარე და არის მსხვერპლზე მიჯაჭვული, ანდაც პირიქით, სრულიად აიგნორებს მას. ამ ხერხებით მოძალადეები ცდილობენ აღუძრან მსხვერპლს დანაშაულის გრძნობა და მაქსიმალურად მიიჯაჭვონ ისინი. ეს ფსიქოლოგიური ძალადობის მოკლე აღწერა და რამდენიმე მაგალითია.
- ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირ შემთხვევაში ერთდროულად ხდება, რის გამოც ექსპერტთა ნაწილი მათ ერთ ჭრილში განიხილავს, თუმცა ემოციურ ძალადობას სხვა მახასიათებლები აქვს. მისი რამდენიმე მაგალითი ასეთია: სახალხოდ დამცირება, გადაჭარბებული კრიტიკა, ლანძღვა, შეურაცხყოფა. მოძალადე ექცევა მეორე ადამიანს როგორც პატარა ბავშვს ან ჩამოუყალიბებელ, სულელ ადამიანს, ცდილობს დააჯეროს მსხვერპლს, რომ მის გარეშე მარტოსული და დაუცველია, ემუქრება მისი პირადი ინფორმაციის გაცემით.
- ოჯახურ ძალადობას ადამიანები, როგორც წესი, ფიზიკურ ძალადობასთან აიგივებენ. ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალა გამოყენებული ერთი ადამიანის მიერ მეორესადმი ფიზიკური ძალადობაა. იგი ისჯება კანონით! თუ თქვენ გახდით ფიზიკური ძალადობის მსხვეპლი დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებისათვის.
- სექსუალური კავშირი პარტნიორთან ძალდატანებით ან საკუთარი სურვლისი გარეშე სექსუალური ძალადობაა, რაც ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
- ეკონომიური ძალადობაა, როდესაც მოძალადე აკონტროლებს ოჯახის მთელ ბიუჯეტს, უკრძალავს მეორე ადამიანს მუშაობას ან ავიწროებს სამსახურში. მოძალადემ მსხვეპლს შეიძლება აუკრძალოს ისეთი ელემენტარული აქტივობები, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, საყიდლებზე სიარული და ა.შ.
Subscribe to:
Posts (Atom)