Thursday, April 21, 2016

ოჯახური ძალადობა

შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად კანის ფერის, სქესის, ეროვნების, ასაკის, სოციალური სტატუსის ან განათლებისა, გახდეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი? დიახ!!!

გამოიყოფა ოჯახური ძალადობის ხუთი ტიპი: ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური, სექსუალური და ეკონომიკური. იშვიათია, როდესაც ადამიანი ხდება მხოლოდ ერთი ტიპის ძალადობის მსხვერპლი.


  • ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება განიხილებოდეს მიზანმიმართულად ან ქვეცნობიერად ადამიანის წარმოდგენებისა და აზრების არევაში. მოძალადე აჩვენებს მეორე ადამიანს მზურვნელობას, იმას რომ იგი არის მგრძნობიარე და არის მსხვერპლზე მიჯაჭვული, ანდაც პირიქით, სრულიად აიგნორებს მას. ამ ხერხებით მოძალადეები ცდილობენ აღუძრან მსხვერპლს დანაშაულის გრძნობა და მაქსიმალურად მიიჯაჭვონ ისინი. ეს ფსიქოლოგიური ძალადობის მოკლე აღწერა და რამდენიმე მაგალითია.
  • ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირ შემთხვევაში ერთდროულად ხდება, რის გამოც ექსპერტთა ნაწილი მათ ერთ ჭრილში განიხილავს, თუმცა ემოციურ ძალადობას სხვა მახასიათებლები აქვს. მისი რამდენიმე მაგალითი ასეთია: სახალხოდ დამცირება, გადაჭარბებული კრიტიკა, ლანძღვა, შეურაცხყოფა. მოძალადე ექცევა მეორე ადამიანს როგორც პატარა ბავშვს ან ჩამოუყალიბებელ, სულელ ადამიანს, ცდილობს დააჯეროს მსხვერპლს, რომ მის გარეშე მარტოსული და დაუცველია, ემუქრება მისი პირადი ინფორმაციის გაცემით.
  • ოჯახურ ძალადობას ადამიანები, როგორც წესი, ფიზიკურ ძალადობასთან აიგივებენ. ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალა გამოყენებული ერთი ადამიანის მიერ მეორესადმი ფიზიკური ძალადობაა. იგი ისჯება კანონით! თუ თქვენ გახდით ფიზიკური ძალადობის მსხვეპლი დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებისათვის.
  • სექსუალური კავშირი პარტნიორთან ძალდატანებით ან საკუთარი სურვლისი გარეშე სექსუალური ძალადობაა, რაც ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
  • ეკონომიური ძალადობაა, როდესაც მოძალადე აკონტროლებს ოჯახის მთელ ბიუჯეტს, უკრძალავს მეორე ადამიანს მუშაობას ან ავიწროებს სამსახურში. მოძალადემ მსხვეპლს შეიძლება აუკრძალოს ისეთი ელემენტარული აქტივობები, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, საყიდლებზე სიარული და ა.შ.

No comments:

Post a Comment