Monday, April 25, 2016

თუკი შენ...



  • თუკი შენ გაქვს იმედი, რომ შენი მოძალადე პარტნიორი შეიცვლება:
ძალადობის ფაქტი სავარაუდოდ ისევ განმეორდება. მოძალადეებს აქვთ მძიმე ემოციური და ფსიქიკური პრობლემები. შეცვლა არ არის შეუძლებელი, თუმცა ეს არ ხდება სწრაფად და მარტივად. ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ ქცევაზე, გაივლის შესაბამისი მკურნალობის კურსს და შეწყვეტს შენს დადანაშაულებას თავის მძიმე წარსულში, სტრესში, სამსახურეობრივ საქმიანობაში, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაში ან თავის ხასიათში.
  • თუკი გჯერა, რომ დაეხმარები მოძალადეს:
ბუნებრივია, რომ შენ გსურს პარტნიორის დახმარება. შენ შეიძლება ფიქრობ, რომ ხარ ერთადერთი, ვისაც მისი ესმის, ან რომ შენ ხარ ვალდებული საკუთარ თავზე აიღო მისი პრობლემების მოგვარება. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მოძალადესთან დარჩენით და მისი მხრიდან ძალადობის ფაქტების უპასუხოდ დატოვებით, ხელს უწყობ მის ძალადობრივ ქცევას. მოძალადის დახმარების ნაცვლად შენ ხელს უწყობ მდგომარეობის გაუარესებას.
  • თუკი შენი პარტნიორი დაგპირდა, რომ აღარასდროს იძალადებს შენზე:
როდესაც მოძალადეები დგებიან ფაქტის წინაშე, ისინი ხშირად გთხოვენ, რომ მისცე კიდევ ერთი შანსი, გემუდარებიან, რომ აპატიო და გპირდებიან, რომ შეიცვლებიან, მაგრამ მათი ნამდვილი მიზანია დაგიმორჩილონ და გამყოფონ საკუთარი კონტროლის ქვეშ. მაგრამ, როგორც წესი, ისინი მალევე უბრუნდებიან ძალადობრივ ქცევას, რადგან აპატიე და აღარ ეშინიათ, რომ მიატოვებ.
  • თუკი გეშინია რა მოხდება, თუ წახვალ:
შენ შეიძლება გეშინოდეს იმის თუ რას გააკეთებს შენი პარტნიორი, სად წახვალ, ან როგორ უზრუნველყოფ შენ თავს და შვილებს. მაგრამ ნუ შეგეშინდება და ნუ დარჩები საშიშ და არაჯანსაღ გარემოში, დაგვიკავშირდით ჩვენ!!!




No comments:

Post a Comment